ხშირად ზელენსკის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ქვეყანაში მოქმედ მტრულ ძალებთან - ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება - როგორც საქართველოს პრემიერმა თქვა, "სამწუხაროა, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან".
რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია და მე არ მინდა, გარკვეული სპეკულირების საშუალება და საფუძველი მივცე სხვა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს, მათ შორის, ასევე დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. მე ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს არ აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე - რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მიიღოს სტატუსი. ეს იქნებოდა ჩემი კომენტარი.