რუსული ფული და რუსული გავლენები საქართველოში - კოალიცია "ინფორმაციის სანდოობისთვის" საგანგაშო კვლევა

06.06.23 14:00
რუსული ფული და რუსული გავლენები საქართველოში - კოალიცია "ინფორმაციის სანდოობისთვის" საგანგაშო კვლევა

რუსული ფული და რუსული გავლენები საქართველოში - კოალიცია "ინფორმაციის სანდოობისთვის" ქვეყანაში კრემლის გავლენების შესახებ საგანგაშო კვლევას აქვეყნებს.

დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოში პოლიტიკურ იარაღად კორუფციას და ფულის გათეთრებას იყენებს. "ქართული ოცნების" დახმარებით, კი კრემლი მიზანმიმართულად ასუსტებს დემოკრატიას და სანაცვლოდ მის გავლენებს აძლიერებს.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში" ამბობენ, რომ სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტები ვერ პასუხობენ იმ დავალებას, რაც მათ აქვთ გაწერილი.

"ჩვენ დავაკვირდით ამ 4 სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტს, ერთი არის მთავრობიდან 3 სამინისტრო ეს არის შსს, საგარეო და თავდაცვა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ აქტიურობას. ჩვენ სოციალურ ქსელებს ვსწავლობდით, არის ინფორმაცია სხვადასხვა მედია საშუალებებით, მაგალითად კრიტიკულად თუ არის მედიასაშუალებით რაღაცა ინფორმაცია მიწოდებული, ამ კონკრეტულ სამინისტროსთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვერ პასუხობს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტები იმ დავალებას, რაც არის მათი დებულებით მათ შორის გაწერილი" - ამბობს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.