ოპოზიცია კიდევ ერთელ ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში - ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი პერსპექტივას ვერ ხედავს ოპოზიციურ ერთობაში და პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიცია 2024 წლის არჩევებში დამარცხდება.
პრემიერი კომენტარს არ აკეთებს ხაბეიშვილის განცხადებაზე და ოპოზიციას გაანდგურებულებს უწოდებს.
"მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთელ ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში. არ მინდა არასერიოზული ადამიანის ქმედებებზე, ხაბეიშვილზე და სხვებზე გავაკეთო კომენტარი.
ეს ადამიანები არიან მარგინალიზებული ძალა, რომელთაც არავითარი დღის წესრიგი არ აქვთ
შეხედეთ, რომელი მათი გამოსვლა გახსენდებათ, რაიმე შინაარსიან თემაზე.
რა დონეზე არიან გაანდგურებულები, რომ მხოლოდ შეურაცხყოფაზე არიან გადასულები.
ეს არის სახე მარგინალიზებული, დეგრადირებული ოპოზიციის". - ამბობს ღარიბაშვილი.
"ნაცმოძრაობა" 2024 წლის არჩვენებზე გაერთიანებას ყველა ოპოზიციურ პარტიას სთხოვს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ გადამწყვეტი არჩევნებზე ოლიგარქის დამარცხება მხოლოდ ამ შემთხვევშია შესაძლებელი.