ხოშტარია რუსულ ფულს იღებს, მერე გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას - ღარიბაშვილი

06.06.23 14:22
ხოშტარია რუსულ ფულს იღებს, მერე გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას - ღარიბაშვილი

პრემიერის თავდასსხმა "დროას" ლიდერზე. ირაკლი ღარიბაშვილი ელენე ხოშტარიას ფარისეველს უწოდებს და ამბობს, რომ ის ქვეყნის გარეთ დესტრუქციულ საქმიანობას ეწევა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხოშტარია და მეთელი მისი ოჯახი რუსულ ფულს იღებს.

"ქალბატონი ხოშტარია, რომელსაც არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია მის პარტიას, დადიან ეწევიან დესტრუქციულ საქმიანობას. აყენებენ შეურაცხყოფას ადამიანებს და მათ შორი ჩვენ საამაყო პოლიციელებს და ვითომ ერთ-ერთი ხმალამოღებით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს. კითხვა დაუსვით ამ ადამიანებს, რა გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე, რატომ დააგვიანეს და რატომ არ დაიწყეს მოლაპარაკებები უვიზო რეჟიმზე, თავისუფალ ვაჭრობაზე. სამი წელი დააგვიანეს. დაიწყო მანამდე მოლდოვამ უკრაინამ ყველამ 3 წელი. 3 კი არა 3 დღე რომ დაგვეგვიანებინა ჩვენ. თქვენ წარმოგიდენიათ რამხელა ამბავს ატეხავდნენ აქ. ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი, ადამიანი, რომელიც რუსეთს ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას. ხოშტარიას ოჯახს არავითარი პროტესტი უჩნდება, არავითარი  დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან მიღოს რუსული ფული და გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას, ხოშტარიამ მიხედოს თავის თავს" - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი