არც ვიცოდი, უზენაესში თუ არის მისი საქმე - ღარიბაშვილი ნიკა გვარამიაზე
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან არ იცოდა, რომ ნიკა გვარამიას საქმე უზანაეს სასამართლოშია.
მისი თქმით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმე, არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე და ხელისუფლებას არანაირი როლი არ აქვს ამ საქმეში.
"გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს, ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც თავისი აზრი და შეფასება და გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოების მიერ. სასამართლომ გადაწყვიტა ეს და მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არანაირი როლი არ გვაქვს ამ საქმეში. მაგრამ, მე მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ, ისევე როგორც კეზერაშვილმა, მაგრამ აქ პატარა მასშტაბებია შედარებით, 6 მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია რ2, 6 მილიონით, მე თუ არ ვცდები, ეს რაც ვიცი მედიისგან", - თქვა ღარიბაშვილმა.
5 ივნისს ცნობილი გახდა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეთა კოლეგიის შემადგენლობა უზენაეს სასამართლოში - საქმეს ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი და ნინო სანდოძე განიხილავენ. თევზაძე ამერიკელების მიერ დასანქცირებული ლევან შენგელიას ნათესავია.