ყველა სამაგალითოდ დაისჯება - "თეთრი ფურცლის" საქმეზე დაკავებულებს ღარიბაშვილმა პოლიტიკური ვერდიქტი გამოუტანა
თავდასხმების სერია პრემიერ-მინისტრისგან - "თეთრი ფურცლის" საქმეზე დაკავებულებს ღარიბაშვილმა პოლიტიკური ვერდიქტი უკვე გამოუტანა.
მან თქვა, რომ ყველა ის ადამიანი ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, იქნება სამაგალითოდ დასჯილი.
"ყველა ის ადამიანი, მე არ მინდა გავიმეორო, რომელიც ჩვენს გმირს, საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს ის ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის მტერი, ყველა ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს და მითუმეტეს როგორც ეს გაკეთდა და გააკეთეს ლამის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტეს ამ დესტრუქციულმა, ანარქისტულმა ძალებმა, ყველა ის ადამიანი იქნება სამაგალითოდ დასჯილი. რაც შეეხება თქვენ ახსენეთ ყველაზე სამაგალითო ანტიეროვნული ანტიქართული მოვლენა, ნეოფაშისტური მოვლენა, სრულიად ამორალური დეგრადირებული ორგანიზაცია როგორიც არის გირჩი, რომელმაც თუ რაიმე გააკეთა ყველაფერი გააკეთა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ყველაფერი გასაგებია ამ ადამიანების 2%-იანი, 1%-იანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა დასრულდება სრული კრახით მე მინდა ე ყველას ვუთხრა და სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაში. ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ეს არის დასაგმობი ფაქტი" - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.