ასეთი მასშტაბით ძარცვა არავის ჩაუდენია - პრემიერის მორიგი თავდასხმა კეზერაშვილზე

06.06.23 13:23
ასეთი მასშტაბით ძარცვა არავის ჩაუდენია - პრემიერის მორიგი თავდასხმა კეზერაშვილზე

თავდასხმების სერია ღარიბაშვილისგან. პრემიერის სამიზნე დღეს ისევ გახდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ღარიბაშვილმა დავით კეზერაშვილს მძარცველი უწოდა და თქვა, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ჯართან ერთად ევროკავშირის მოქალაქეებიც გაძარცვა. 

"ასეთი მასშტაბით ძარცვა მთელი ევროპის მასშტაბით არავის არ ჩაუდენია, დადასტურებულია, რომ ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული ტელეკომპანია ფორმულას მფლობელი ბატონი დავით კეზერაშვილის მიერ. ათასობით პენსიონერი არის გაძარცვული თქვენი მფლობელის მიერ. თქვენი კომპანია და ოპოზიციური არხები ფინანსდებიან მოპარული ფულით, მანამდე ამ კაცმა გაძარცვა ქართული ჯარები, ბიზნესი დაატერორა, გაძარცვა მთელი ბიზნესი მან და სააკაშვილმა, ახლა მთელი ევროპა გაძარცვა"- თქვა პრემიერმა.