უკიდურესად პანიკის ნიშანია - სააკაშვილი, რუსების მიერ ხერსონში კაშხლის აფეთქებაზე
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რუსების მიერ ხერსონში კაშხლის აფეთქება უკიდურესად პანიკის ნიშანია.
დაპატიმრებული პრეზიდენტი წერს, რომ ეს ფაქტი ომში მოვლენებს ძალიან დაააჩქარებს.
რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია. რაც ნიშნავს რომ მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება. მთავარია ჩვენ უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს.
ჩემთვის ამის მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება გაუშვებენ თუ არა ნიკა გვარამიას. მისი არ გაშვება იქნება კიდევ ერთი კარის გამოჯახუნება და ფართოდ გაღება რუსებისთვის და კადიროვის ყაჩაღებისთვის". - წერს სააკაშვილი.