ენმ-ს გამარჯვების პერსპექტივა არც სააკაშვილთან ერთად და არც მის გარეშე აქვს - სარჯველაძე
"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციური პარტიებისადმი ენმ-ს შეთავაზებას "დამამცირებელს" უწოდებს. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებას ოპოზიციური პარტიები არ უნდა დათანხმდნენ, რადგან ეს მათთვის დამამცირებელი იქნება. საქმე ეხება ლევან ხაბეიშვილს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლების შეცვლის გასაღები სწორედ მათ აქვთ და ოპოზიციურ პარტიებს ერთობლივად მოქმედებისკენ მოუწოდა.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას არცევნებში გამარჯვების შანსი არ მიხეილ სააკაშვილთან ერთად და არც მის გარეშე აქვს.
დიდი სიხარულით შეეგება რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც ისედაც მოიაზრებდა როგორც იმ ორბიტაზე მავალი, რასაც ენმ-ს ორბიტა ჰქვია და ეს დამამცირებელი ერთგვარად იყო. ახლა, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს ეუბნება, რომ „მოდი და გამეცადინებ, როგორ უნდა აიღო 5%-იო“, ეს ბუნებრივია, მეტი თავმოყვარეობა მოეთხოვება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ოპოზიციაში დამოუკიდებლობაზე პრეტენზიის მქონე შეიძლება იყოს. ტოქსიკურობის ხარისხი იმდენად მაღალი ცალკეული პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში, რომ ეს შეიძლება მთლიანობაში ელექტორატის დაკარგვასაც კი იწვევდეს. ენმ-ს პერპესპექტივა რამე გამარჯვებისა აღარ აქვს არც სააკაშვილის გარეშე და არც სააკასვილთან ერთად, - ამბობს სარჯველაძე.