ენმ-ს შიშით ოპოზიცია საკუთარი დღის წესრიგით ვერ მოქმედებს - ეკა სეფაშვილი

06.06.23 13:34
ენმ-ს შიშით ოპოზიცია საკუთარი დღის წესრიგით ვერ მოქმედებს - ეკა სეფაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი ლევა ხაბეიშვილის ოპოზიციისადმი შეთავაზებას ეხმიანება და ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიები ისედაც ენმ-სდღის წესრიგით მოქმედებენ, რადგან მათი ბულინგის ეშინიათ. 

ვფიქრობ, ეს არის მათი სასოწარკვეთილი მცდელობა, კიდევ ერთხელ დაარწმუნონ ქართული საზოგადოება თავიანთ სიმართლეში. რეალურად, ოპოზიცია ისედაც მათ გარშემოა გაერთიანებული, მათი დღის წესრიგის ირგვლივ ერთიანდებიან და მათი ბულინგის თუ მათი დამუნათების შიშით ოპოზიციური სპექტრი ვერ ახერხებს საკუთარი დღის წესრიგის გატარებას თუ ასეთი გააჩნია, - ამბობს ეკა სეფაშვილი.

ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის გასაღები სწორედ მათ ხელშია და ოპოზიციურ პარტიებს ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდა.