ენმ-ს შეთავაზება "ოცნების" შესაცვლელად საერთო სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს - ბეჟაშვილი

06.06.23 13:44
ენმ-ს შეთავაზება "ოცნების" შესაცვლელად საერთო სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს - ბეჟაშვილი

ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება ოპოზიციური პარტიებისადმი გონივრულია, რადგან ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიას დიდი გამოცდილება აქვს. ოპოზიციის წევრის თქმით, სეთავაზები მთავარ მიზანს "ოცნების" დასამარცხებლად ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენს. 

ერთი, რომ ენმ მთავარი ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც აქვს გამოცდილება „ქართული ოცნების“ არჩევნების გზით დამარცხების, მათ შორის, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ენმ არ საუბრობს ინსტიტუციონალურ გაერთიანებაზე ან 2-3%-იანი პარტიების შეერთებაზე. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, ეს შეთავაზება უკავშირდება საერთო სტრატეგიის შემუშავებას, თუ როგორ მოხდეს ერთობლივი ძალისხმევით პროდასავლური პარტიების მიერ „ქართული ოცნების“, იგივე რუსული ოცნების ხელისუფლებლებდიან ჩამოშორება, - ამბობს ბეჟაშვილი.
 

ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის გასაღები სწორედ მათ ხელშია და ოპოზიციურ პარტიებს ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდა.