მოგების გასაღები ენმ-ში არ არის - ხატია დეკანოიძე
დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ "ოცნებაზე" გამარჯვების გასაღები ენმ-ში არ არის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, გამარჯვების გასაღები სხვადასხვა ძალების კონსოლიდაციაშია.
დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ივანიშვილის პოლიტიკას მხოლოდ წაადგება.
მე რომ რწმენა მქონოდა პარტიის თავმჯდომარეში ან კონკრეტულად იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს პარტიაში, მე არ დავტოვებდი ამ პარტიას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამვილად არ არის მოგების გასაღები. მოგების გასაღები არის სხვადასხვა ძალების კონსოლიდაციაშიენმ-ს გარეთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ენმ-მ თავისი ამომრჩევლის კონსოლიდაცია გააკეთოს. ამაში ალბათ ხელს შეუწყობს მიხეილ სააკაშვილის შემოსვლა აქტიურ პოლიტიკაში. ჩვენ გვაქვს ივანიშვილის ქვაბი. ივანიშვილი ამ ქვაბში წარმატებით ხარშავს ყველას: ენმ-ს, ზელენსკის, ევროკავშირს, ყველას... ახლა გაერთიანება ენმ-ს გარშემო, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ქვაბი გაცილებით უფრო დაცლილი იქნება, - ამბობს დეკანოიძე.
ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის გასაღები სწორედ მათ ხელშია და ოპოზიციურ პარტიებს ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდა.