ენმ-თან თანამშრომლობას არ ვაპირებთ - სალომე სამადაშვილი
"ლელო" ენმ-თან კონსოლიდაციას არ გეგმავს. ამის შესახებ პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.
ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება "ქართული ოცნების" პროპაგანდა მხოლოდ გააძლიერებს.
არათუ გასაღები არ არის ენმ-თან თამაშრომლობა „ქართული ოცნების“ დამარცხების, არამედ პირიქით. ენმ-ს სატელიტებად ოპოზიციის გამოცხადებაზე დგას დღეს მთელი „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, იმიტომ, რომ ყველას ნათლად ესმის, რომ სანამ ენმ განაცხადებს პრეტენზიას, რომ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, „ქართული ოცნების“ პოზიციებს ამით მხოლოდ აძლიერებს. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, შევთავაზოთ ქართელ ამომრჩეველს ალტერნატივა. არანაირ თანამშრომლობას ენმ-თან არ ვაპირებთ, მითუმეტეს, იმ ფორმაშ მყოფ პარტიასთან, რომლშეიც ეს პარტია არის დღეს, - ამბობს სამადაშვილი.
ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის გასაღები სწორედ მათ ხელშია და ოპოზიციურ პარტიებს ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდა.