ვერც ენმ და ვერც დანარჩენი ოპოზიცია ცალკე "ოცნებას" ვერ დაამარცხებს - პატა მანჯგალაძე

06.06.23 14:13
ვერც ენმ და ვერც დანარჩენი ოპოზიცია ცალკე "ოცნებას" ვერ დაამარცხებს - პატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებელი" ენმ-ს შეთავაზებას უწონებს. პარტიის წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "ოცნების" დასამარცხებლად გაერთიანება სწორი ნაბიჯი იქნება, რადგან ვერც ენმ და ვერც ცალკე სხვა ოპოზიციური პარტიები ამას დამოუკიდებლად ვერ მოახერეხებენ. 

ამ მოცემულობაში თუ ვინმეს ჰგონია, ენმ-ს გარეშე დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“, ილუზიაა და არასწორია, ისევე, როგორც ილუზია იქნება ენმ-ს მხრიდან თუ ვინმე ფიქრობს, რომ დანარჩენი ოპოზიციის გარეშე დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ყველას ერთმანეთი გვჭირდება და შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ ტაქტიკის და სტრატეგიის სიეთ საკითხებზე, რომელიც უფრო მეტ ხმას მოუტანს ოპოზიციას „ქართული ოცნების“ რეჟიმის ხელისუფლებიდან გასაშვებად, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის გასაღები სწორედ მათ ხელშია და ოპოზიციურ პარტიებს ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდა.