სასამართლომ "ტვ პირველის" მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის მამის გამოკითხვასთან დაკავშირებით, არ დააკამყოფილა
სასამართლომ "ტვ პირველის" მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკამყოფილა.
გადაწყვეტილება, მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა, სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
პრემიერის მამა „ტვ პირველის“ და გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი „ტვ პირველის„ გაჩუმებას კლანის წევრი მოსამართლის ხელით ცდილობს.
ნოდარ მელაძის და მის გუნდის ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა სისტემაში ნეპოტმიზით დასაქმებულმა მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა გახსნილად ცოტახნის წინ გამოცხადა.
გზირიშვილი გავლენიანი მფარველებით, ის ახალბედა მოსმართლეა, რომელმაც სხვა მოსამართლეებისგან განსხვევბით, ნოდარ მელაძე და მაკა ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ რეპრესიებს ხელი მოაწერა და სავარუდოდ, ამის გამო დაწინაურდა კიდეც. პრემიერის გარემოცვა ჩვენს ეთერში გასული რეპორტაჟის გამო ნოდარ მელაძის და მაკა ანდრონიკაშვილის ანგარიშების და პირადი ქონების დაყადაღებას ითხოვს, არადა ფაქტი, რომლის გამოც ჩვენს ჟურნალისტებს პრემიერის ოჯახის ახლობელი უჩივის, უკვე დადასტურებულია. ღვინის ქარხანა, რომლსაც მანამდე ნუგზარ ალუღიშვილი ფლობდა, პრემიერის მამის სახელზე უკვე გადაფორმდა.