სამწუხაროა, რომ სალომე სამადაშვილი "ოცნების" ნარატივს აგრძელებს - დავით კირკიტაძე
ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე ყოფილ თანაგუნდელს, სალომე სამადაშვილს აკრიტიკებს. საქმე ეხება "ლელოს" წევრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ენმ-თან "ლელო" ენმ-თან არ ითანამშრომლებს.
კირკიტაძე ამბობს, რომ მათ პარტიაში ყოფნის დროს ზუსტად ისე მოიხსენიებდა "ლელოს", როგორც ახლა ენმ-ს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სამწუხაროა, რომ სამადაშვილი ახლა "ოცნების" ნარატივს იმეორებს.
სალომეს ზუსტადა იგივე პოზიცია ჰქონდა და ზუსტად იგივე სიტყვებით მოიხსენიებდა, როცა ჩვენ აქ ერთობაზე ვსაუბრობდით, მამუკა ხაზარაზეს, დღევანელ მის ლიდერს, რომ მასტან რაიმე სახის ერთობა დამაზიანებელი იქნებოდა ენმ-თვის, რაიმე სახის, წინა, გასულ არჩევნებზე, რაიმე სახის ერთობა მათთან, იქნებოდა ცუდი ენმ-თვის. ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით, რომ ერთობას არ აქვს ალტერნატივა და ერთობით უფრო ადვილი იქნება დამარცხება ოლიგაქრიული რეჟიმის. დღეს შეიცვალა ვითარება, ის აღმოჩნდა პარტია „ლელოში“ და ახლა ენმ-ზე გადმოვიდა და იგივე სიტყვებს ხმარობს. ღარიბაშვილის, ძალიან ვეუხვარ, რომ კობახიძის და მდინარაძის ნარატივს აგრძელებს სალომე სამადაშვილი. მისგან ეს სიხალე არ არის და ახალი არ არის ჩემთვის, არც ენმ-ს ამომრჩევლისთვის, - ამბობს დავით კირკიტაძე.