ტრადიციული ქართული "ღადავი" - რომან გოცირიძე ხაბეიშვილის ინიციატივაზე
ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს "ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანება შესთავაზა, რომან გოცირიძე სერიოზულად ვერ აღიქვამს. პოლიტიკოსის თქმით, სავარაუდოდ, ენმ-ს ლიდერი ხუმრობს.
რომან გოცირიძის თქმით, სხვა პარტიების ენმ-დმი ლტოლვა მხოლოდ იმის იხსნება, რომ როგორმე პარლამენტში მოხვდნენ.
არ მგონია, ეს რაიმე შემოთავაზება ყოფილიყო, ეს იყო ტრადიციული, ქართული „ღადავი“, როგორც იტყვიან, ხუმრობის მსგავსი რაღაც. ენმ-ს ირგვლივ გაერთიანებამ თუ რაიმე შედეგი გამოიღო, ვხედავთ აქ. 36 კაცი იყო და აქედან 20-მდე ენმ-ს წევრი არც კი ყოფილა, ამიტომ არ არის საჭირო ახლა რაღაცაზე ჩაბმა. ენმ-ტან სხვა პარტიების ლტოლვა ნიშნავს, რომ ენმ-ს ხარჯზე მოხვდნენ პარლამენტში და იშრომონ და ოფლი არ ღვარონ არცევნების პაერიოდში, - ამბობს რომან გოცირიძე.