ენმ-მ კოორდინირების რესურსი ჯერ საკუთარ პარტიაში გამოიჩინოს - ბექა ლილუაშვილი

06.06.23 15:36
ენმ-მ კოორდინირების რესურსი ჯერ საკუთარ პარტიაში გამოიჩინოს - ბექა ლილუაშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ენმ-ს შეთავაზება მისთვის გაუგებარია. ოპოზიციის წევრის თქმით, ენმ  საკუთარი დღის წესრიგის გატარებას ცდილობს და  ამას კოორდინაცია სულაც არ ჰქვია.

ლილუაშვილი ენმ-ს ურჩევს, კოორდინირების რესურსი ჯერ საკუთარ პარტიაში გამოიჩინონ. 

ენმ-ს დღის წესრიგზე ავეწყოთ დანარჩენი პარტიები თუ რაზეა საუბარი? მე ეს არ მესმის. ენმ-ს უნდა თავისი დღსი წესრიგის ასელერაცია, რაღაცნაირად მიხმარება სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ეს კოორდინაცია არ არის. ეს არის ენმ-ს დღის წესრიგის გატარება. რა კოორდინაციაზე ლაპარაკობს ენმ, თავის პარტიაში ვერ დაუკორდინირებია, გამოვიდნენ ადამიანები და დისკომუნიკაცია იყოო, ამბობდნენ იმ ძალიან მნიშვნელოვან დაკითხზე და ახლა, მოდი, თავს მოვიტყუებთ. ენმ-მ კოორდინაციის რესურსი გამოიჩინოს ჯერ საკუთარ პარტიაში და მერე ვილაპარაკოთ, - ამბოსბ ბექა ლილუაშვილი.
 

ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის გასაღები სწორედ მათ ხელშია და ოპოზიციურ პარტიებს ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდა.