"ქვეყანაში ლიბერალური დიქტატი მძვინვარებს" - პოლიტიკურ ასპარეზზე ვატო შაქარაშვილი გამოდის
„ხალხის ძალის „ შემდეგ ანტიდდასავლური კამპანიის წინააღმდგ ხელისუფლებას ვატო შაქარაშვილი და მისი ორგანიზაცია „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გამოჰყავს. "ქართული იცნების" ყოფილი წევრი და ახალი კონსერვატორული მოძრაობის დამფუძნებელი შაქარაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მთავარი მიზანი ე.წ. ლიბერალურ დიქტატურასთან ბრძოლა და ანტიდასავლური პროპაგანდა იქნება.
მძლავრი სამოქალაქო ძალის შექმნა, რომელიც იქნება ქმედითი და ეფექტური იმ პოლიტიკური განუკითხაობის წინააღმდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზებულია ქვეყნის გარედან, რომელიც იქნება ასევე ადეკვატური პასუხის გამცემი ბულინგზე, შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე, რაც ხდება სიტყვის თავისუფლების სახელით იმ ადამიანების მისამართით, ვინც საკუთარ აზრს გამოხატავენ. ლიბერალური დიქტატი მძვინვარებს, ხედავთ, რა ხდება, როგორც ცდილობენ დამღუპველი იდეოლოგიის თავს მოხვევას, როგორ მიდის შეტევა ორგანიზებულად ჩვენს ეკლესიაზე, პერსონალურად ადამიანებზე, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, ისტორიულ პერსონებზე, - ამბობს ვატო შაქარშვილი.
"ქართული ოცნების" ახლი დანაყოფი საგანგებო შეხვედრას და საკუთარ გეგმებზე უფრო ვრცლად საუბარს 12 ივნისს რუსთაველის თეატრში დაგემილ შეხვედრაზე აანონსებს.
ოპოზიციაც კი არ სჯერა, რომ ვატო შქარაშვილი დამოუკიდებლად მოქმედებს. მათი თქმით, ახალი პოლიტიკური გაერთაინების შექმნა "ოცნებასვე" დააზიანებს, რადგან საკუტარ ამომრჩეველს დაყოფს და გაფანტავს.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ ქმნის უცნობი მსგავსს პარტიას, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ვინც დარჩა, ეს ერთაერთი არის სწორედ ანტიდასავლური პროპაგანდით გამოკვებილი ამომრჩეველი და კონკურენციას შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ , იმიტმ, რომ პროევროპელი და პროდასავლელი ამომრჩეველი აღარ დარჩა „ქართულ ოცნებას“, - ამბობს „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.
"ქართულ ოცნებაში" კი ირწმუნებიან, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შესახებ არაფერი იციან, თუმცა ამბობენ, რომ პოლიტიკური ველის გაჯანსაღება მხოლოდ მისასალმებელია.
ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც დემოკრატიულ პროცესებში იღებს მონაწილეობას და დემოკრატიულ ღირენულებებს იზიარებს, არის მისასალმებელი. მე არ ვიცი ჯერ დაფუძნდა თუ არა ეს მოძრაობა, რა პოლიტიკურ პლატფრომად გადაიზრდება, რა ტიპის პლატფრომად გადაიქცევა, ეს რომ არ ვიცი, როგორ შეიძლება ვისაუბრო ან თანამშრომლობაზე ან ჯერ ის არ ვიცით, პოლიტიკური იდეოლოგია რა შეიძლება იყოს, - ამბობს ანრი ოხანაშვილი.