"გაუბედურებულები და ამორალურები ხართ" - პრემიერი უარყოფს, რომ ბერლინში დაიბარეს

06.06.23 16:19
"გაუბედურებულები და ამორალურები ხართ" - პრემიერი  უარყოფს, რომ ბერლინში დაიბარეს

ირაკლი ღარიბაშვილი უარყოფს, რომ ბერლინში დაიბარეს. პრემიერ-ინისტრი არ აღიარებს, რომ გერმანიის კანცლერმა ის ბერლინში მის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური გზავნილების გამო დაიბარა.

გერმანიში დაბარების შესახებ კითხვას ირაკლი ღარიბაშვილი წყიბიდან გამოიყვანა და თქვა, რომ მედია  ბინძური და ამორალური დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა. 

ერთი რამ მინდა ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსრ მდგომარეობაში არიან. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები. თსქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ასეთი ამორალური, ბინძური დავალება, - თქვა პრემიერმა. 

პარალელურად, გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციამ პარლამენტში შეხვედრები ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წევრებთან გამართა. ხატია დეკანოიძემ ის საკითხები ჩამოთვალა, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს. 

შეხვედრაზე განვიხლეთ ძირითადად საქარტელოსთვსი კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერპექტივა და ის ძალიან მძმე აბრკოლებები, რომელიც ამ გზაზე აქვს ქვეყანას და პირველ რიგში, ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა, ეს არის ანტიუკრაინული პროპაგანდა და ასევე რუსეთის ფედერაციაზე ძალიან სერიოზული დამოკიდებულება, განსაკუთრებით ეკონომიკური დ აპოლიტიკური ექსპანსია. განვიხილეთ ის შესაძლო სცენარები, რაც შეიძლება მოჰყვეს იმას, თუ კანდიდატის სტატუსი არ ექნება საქართელოს. ასევე არსებობდა კითხვები ოპოზიციასთან მიმართებაში, რა იქნება ოპოზიცის გეგმა, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

გერმანელი დეპუტატები მწვავე გზვნილებით ქვეყანაში მეორე დღეა იმყოფებიან. 

გერმანიის კანცლერი ირაკლი ღარიბაშვილს გერმანიაში 9 ივნისს შეხვდება.