ზოგიერთი კოლეგა ოპოზიციიდან ეხმარება და აძლიერებს "ოცნების" ნარატივს - პაატა მანჯგალაძე
ზოგიერთი კოლეგა ოპოზიციიდან ეხმარება და აძლიერებს "ოცნების" ნარატივს - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, მმართველ გუნდს ეშინია ოპიზიციის მწყობრი ქმედებების და ურჩევნიათ დაქსაქსული ოპოზიცია, რომელიც ვერაფერზე იპოვის საერთო ენას.
ოპოზიციონერი ხაზგასმით ამბობს, რომ საერთო ძალისხმევას ალტერნატივა არ აქვს, სხვაგვარად გარდაუვალია რუსების დამარცხება, საქართველოს გამთლიანება და ევროპაში ინტეგრაცია.
“სამწუხაროა, რომ ზოგიერთი კოლეგა ოპოზიციიდან ეხმარება და აძლიერებს "ქართული ოცნების" ნარატივს რომ არცერთ შემთხვევაში, მიუხედავად არსებული მძიმე ვითარებისა, არ გააერთიანებენ ძალისხმევას საქართველოს ამ რთული ვითარებიდან გამოყვანისთვის.
მოცემულ ვითარებაში, როცა სახეზეა საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერება, ყოველ დღე თავს ესხმიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რომლებიც არიან ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტორები და ზარზეიმით, ლანგრით ეგებებიან საქართველოს დაშლისა და დანაწევრების პოლიტიკის მთავარი შემოქმედი პირის , ლავროვის ოჯახის წევრებს, როცა საქართველო კადიროველების თარეშის ადგილად აქციეს, ამ დროს ჩემთვის გაუგებარია გამოვიდეს ოპოზიციის რომელიმე ლიდერი და განაცხადოს რომ არ ითანამშრომლებს სხვა ოპოზიციასთან.
მესმის, "ქართული ოცნება" რატომ ახდენს ოპოზიციის კოორდინაციისა და საერთო ძალისხმევის თემის ტორპედირებას მათ ეშინიათ ოპიზიციის მწყობრი ქმედებების და ურჩევნიათ დაქსაქსული ოპოზიცია რომელიც ვერაფერზე იპოვის საერთო ენას, ეს კი ნამდვილად არის დამარცხების ფორმულა.
მითუმეტეს, როცა საუბარია არა პარტიების შერწყმაზე ან სიებზე, ან საარჩევნო ნომერზე, არამედ ოპოზიციის კოორდინაციაზე და საერთო ძალისხმევაზე, რომ ამ საგანგებო ვითარებაში ჩვენი ნაბიჯები იყოს შეთანხმებული და შესაბამისი. თუ ვინმე იტყვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის გარეშე დაამარცხებს ოპოზიციას ან ილუზიაშია ან ცდილობს სხვების შეცდომაში შეყვანას.
ასევე, "ნაციონალურმა მოძრაობამაც" როგორც ვიცი, გაიაზრა რომ სხვა ოპოზიციური ძალების გარეშე ვერ დაამარცხებს ოცნებას.
შესაბამისად, საქართველოს გადარჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რა ამოცანა არსებობს რომელიც ხელს უშლის კოორდინაციას, მე არ მესმის.
საერთო ძალისხმევას ალტერნატივა არ აქვს, სხვაგვარად გარდაუვალია რუსების დამარცხება, საქართველოს გამთლიანება და ევროპაში ინტეგრაცია” - პაატა მანჯგალაძე