რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი დანაღმული ჰესი თვითონვე ააფეთქეს - ზელენსკი
რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი დანაღმული ჰესი თვითონვე ააფეთქეს - განაცხადება უკრაინის პრეზიდენტმა "ბუქარესტის ცხრიანის" სამიტზე ვიდეოჩართვისას გაკეთა.
ზელენსკი ამბობს, რომ სამწუხაროდ, რუსეთი წელიწადზე მეტია აკონტროლებს როგორც კაშხალს, ასევე მთელ კახოვკას ჰესს, ამიტომაც, მისი თქმით, ფიზიკურად შეუძლებელია მისი აფეთქება გარედან - დაბომბვით.
"რუსეთმა ააფეთქა გარემოს მასობრივი განადგურების ბომბი. ეს არის ადამიანის მიერ გამოწვეული ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ყველაზე საშიში ტერორისტი მსოფლიოში. და ამიტომ რუსეთის დამარცხება, რომელსაც ჩვენ მაინც ვუზრუნველყოფთ - იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაში თქვენთან, ჩვენს ევროპასთან და მთელ მსოფლიოში." თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ დღეს, 6 ივნისს რუსეთმა ოკუპირებული ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქა. ხერსონის ოლქი კატასტროფის წინაშეა.