პრემიერის მამის სასამართლოში დაბარება კლანმა ვერ გაბედა - გახმაურებული პროცესის დეტალები
პრემიერის მამის სასამართლოში დაბარება კლანმა ვერ გაბედა - მოსამართლე ალექსანდრე გზირიშივლმა „ტვ პირველის" შუამდგომლობა ტარიელ ღარიბაშვილის გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით, არ დააკამაყოფილა.
დღეს ტარიელ ღარიბაშვილის ბიზნესპარტნიორის, ნუგზარ ალუღიშვილის ადვოკატებმა განგაშის სიგნალი სხდომაზე მას შემდეგ ჩართეს, რაც "ტვ პირველის" ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ პრემიერის მამა სასამართლოში მოწმის სახით უნდა გამოკითხულიყო.
ამ შემთხვევაში ბატონი ტარიელის დაკითხვა, რას მისცემს სასამართლო პროცესს. ბატონი ტარიელ ღარიბაშვილი და მისი ოჯახი რომ გამჭვირვალეა ეს იქიდანაც ჩანს, რომ წილის გაფორმება მოხდა იუსტიციის სახლში და აისახა საჯარო რეესტრის ამონაწერში. აქ საუბარია რომ მოპასუხე მხარეს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისროს და რას შედეგს მისცემს ბატონი ტარიელის დაკითხვა?"- ამბობს ღარიბაშვილის ბიზნესპარტნიორის ადვოკატი.
"ტვ პირველის" დაცვის მხარისთვის ღარიბაშვილის მამის პროცესზე დაბარება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ადვოკატის თქმით, სწორედ ტარიელ ღარიბაშვილისგან არის საჭირო დადასტურება აღნიშნული სადავო განცხადებების.
ჩვენი შუამდგომლობა შეეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესზე დაბარებას, რითაც ჩვენ იმ სადავო განცხადებების დადასტურებას ვითხოვდით, რომელსაც მოსარჩელე ნუგზარ ალუღიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ტვ პირველის მეირ გავრცელებული ცილისწამება. სამწუხაროდ, სასამართლომ, ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა". - ამბობს "ტვ პირველის" ადვოკატი.
პრემიერის მამა „ტვ პირველის“ და გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი „ტვ პირველის„ გაჩუმებას კლანის წევრი მოსამართლის ხელით ცდილობს.
პრემიერის გარემოცვა ჩვენს ეთერში გასული რეპორტაჟის გამო ნოდარ მელაძის და მაკა ანდრონიკაშვილის ანგარიშების და პირადი ქონების დაყადაღებას ითხოვს, არადა ფაქტი, რომლის გამოც ჩვენს ჟურნალისტებს პრემიერის ოჯახის ახლობელი უჩივის, უკვე დადასტურებულია. ღვინის ქარხანა, რომლსაც მანამდე ნუგზარ ალუღიშვილი ფლობდა, პრემიერის მამის სახელზე უკვე გადაფორმდა.