ოლიგარქის დამარცხების რეცეპტი - ოპოზიციამ ხაბეიშვილს შეთავაზება დაუწუნა
ოლიგარქის დამარცხების ხაბეიშვილისეულმა რეცეპტმა კრახი ერთ დღეში განიცადა. ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ხელისუფლების შეცვლის გასაღებს ვერ ხედავს. პარტიიდან წასულები და წასასვლელად გამზადებულებიც იდეას სერიოზულად არ აღიქვამენ და ხაბეიშვილს მოუწოდებენ, ჯერ თავისი პარტია გააერთიანოს, შემდეგ იფიქროს სხვებზე.
"ოცნებას" კი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან "სიცარიელის ექო ესმის". ხელისუფლება ხაბეიშვილს და მის ამბიციებს დასცინის. "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით კი ერთადერთი პროგნოზი აქვს: "ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია 2024 წლის არჩევნებზე ისტორიულ ანტირეკორდს მოხსნის და ამომრჩევლის დიდ რაოდენობას დაკარგავს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.