დაიბარეს თუ დაპატიჟეს? - პრემიერი ირწმუნება, რომ გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მიდის
ირაკლი ღარიბაშვილი დილიდან ცდილობდა მედია დაერწმუნებინა, რომ ის გერმანიაში არ დაუბარებიათ და ბერლინში სამუშაო ვიზიტით მიდის. ის, რომ პრემიერს გერმანიის კანცლერთან მძიმე საუბარი ელოდება ის ფაქტიც მეტყველებს, რომ შეხვედრის შემდეგ არანაირი განცხადებები არ იგეგმება - ასე წერია თავად კანცლერის ვებგვერდზე. ანუ ოლაფ შოლცი ღარიბაშვილთან საუბრის შემდეგ პრესკონფერენციაზეც არ დადგება.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ პოლიურტიკურ საკითხებთან ერთად კანცლერმა პრემიერისგან განმარტებები ქოლცენტრების საქმეზეც მოითხოვოს.
ღარიბაშვილმა კი დღეს იერიში ისევ დავით კეზერაშვილზე მიიტანა და კვლავ ევროპელი პენსიონერების გაძარცვაში დასდო ბრალი, თუმცა რატომ არ აღძრა დღემდე საქმე ხელისუფლებამ თავდაცვის ექსმინისტრის წინააღმდეგ - ამ კითხვაზე მთავრობის მეთაურს პასუხი არა აქვს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.