"ოცნების" კიდევ ერთი მაშველი რგოლი - პოლიტიკურ ასპარეზზე ვატო შაქარაშვილი გამოდის
"ოცნების" კიდევ ერთი მაშველი რგოლი - მმართველმა გუნდმა არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ხელისუფლებას პოლიტიკურ სცენაზე კიდევ ერთი სატელიტი გამოჰყავს. ამჯერად პარტიის შექმნა ვატო შაქარაშვილს დაევალა.
შაქარაშვილის მთავარი გზავნილიც და ამოცანაც ლიბერალურ დიქტატურასთან ბრძოლა და ანტიდასავლური პროპაგანდა იქნება. "ქართული ოცნებიდან" გაშვებული შაქარაშვილი ახლა რადიკალური მოძრაობით შეეცდება ოლიგარქის გულის მოგებას.
რა უნდა ვატო შაქარაშვილს ქართულ პოლიტიკაში?" ქართული ოცნების" ახალი დანაყოფის ბოსი მეტს საკუთარ გეგმებზე ოდნავ მოგვიანებით იტყვის. ამისთვის საგანგებო შეხვედრა რუსთაველის თეატრში უკვე დაანონსებულია.
შაქარაშვილი კი ამტკიცებს,რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს, თუმცა ამის არავის სჯერა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.