ჩეჩნეთში, კადიროვის არანაირი ოპოზიცია არ არსებობს, ადამიანები, რომლებიც საქართველოში იყვნენ, კადიროველები არიან - ზაკაევი

06.06.23 22:30
ჩეჩნეთში, კადიროვის არანაირი ოპოზიცია არ არსებობს, ადამიანები, რომლებიც საქართველოში იყვნენ, კადიროველები არიან - ზაკაევი

 დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი  ახმედ ზაკაევი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მყოფი ჩეჩნები კადიროვის ოპოზიცია არ არის. 

ჩეჩნეთში, კადიროვის არანაირი ოპოზიცია არ არსებობს - ამბობს ახმედ ზაკაევი "რეაქციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან კადიროვს, ისინი უბრალოდ ცოცხლები არ რჩებიან. ეს ადამიანბი ფიცს დებენ კადიროვის ერთგულებაზე. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები, რომლებმაც გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი და იმყოფებოდნენ საქართველოში , ესენი კადიროვის წარმომადგენლები იყვნენ"- აცხადებს ის.