საქართველოს ხელისუფლება ირიბად მხარს უჭერს რუსეთის ტერორიზმს უკრაინაში - ახმედ ზაკაევი
საქართველოს ხელისუფლება, არ ვსაუბრობ ქართველ ხალხზე, მორჩილებით და მდუმარებით ახდენს ქართველი სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციას - ამის შესახებ ახმედ ზაკაევმა "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, "საქართველოს ხელისუფლება ირიბად მხარს უჭერს რუსეთის ტერორიზმს უკრაინაში":
საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ღია განცხადებებს არ აკეთებს. ისინი არ განსჯიან რუსეთს იმ ომის გამო, რომელსაც ის აწარმოებს უკრაინაში"- თქვა მან.
ახმედ ზაკაევი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟმის მოხსნასა და ფრენების აღდგენას რუსეთის მიერ სნქციების გვერდის ავლას უკავშირებს.
ახლა რუსეთი მესამე ქვეყანას იყენებს იმისთვის რომ გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს. ეს ნიშნავს რუსეთის აგრესიის მხარდაჭერას და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ირიბად მხარს უჭერს რუსეთის ტერორიზმს უკრაინაში."- განაცხადა მან.
ახმედ ზაკაევი არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოში აგენტურული ქსელი ჩანერგოს.