ცრუ ხმაური და ყურადღების გადატანის კამპანიაა - მანჯგალაძე "ოცნების" განცხადებაზე

07.06.23 11:18
ცრუ ხმაური და ყურადღების გადატანის კამპანიაა - მანჯგალაძე "ოცნების" განცხადებაზე

"ქართული ოცნების" მორიგ  განცხადებას, სადაც მას იერიში ისევ პრეზიდენტზე მიაქვს, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ახლა ცრუ ხმაური ატეხა, რათა ყურადღება გადაიტანოს იმ კატასტროფისგან, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით ხდება. 

ეს არის ყურადღების გადატანის კამპანია, ცრუ ხმაურის კამპანია, რომ თითქოს, ახლა რაღაც ხდება, ლაშა ხუციშვილი იქნება თუ არა ეროვნულ საბჭოში, ამით არაფერი შეიცვლება. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ცრუ ხმაური, რომ ყურადღება მიიპყროს და ჩვენ არ ვილაპარაკოთ იმ კატასტროფაზე, რაც ხდება ევროინტეგრაციის მიმართულებით, - ამბოლბს მანჯგალაძე.