კვერცხებით დევნა არ არის ღირსების მაჩვენებელი - ვოლსკი ფარულ ჩანაწერებზე
კვერცხებით დევნა არ არის ღირსების მაჩვენებელი - ასე ეხმაურება "ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი ფარულ ჩანაწერებს, რომელიც გუშინ გავრცელდა.
ვოლსკის თქმით, ნაცმოძრაობას რუსეთის ფედერაციის ძალიან ბევრი ინტერესი აქვს გატარებული
"90 წლის კაცის და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის, რომელიც გამოყენებული გყავთ თქვენ ხშირად თქვენს პროპაგანდაში. კვერცხებით დევნა არ არის ღირსების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ერს და ნაციას გააჩნია ზოგადად და რაც შეეხება ოკუპანტს და რუსეთის ინტერესებს, ძალიან ბევრი ინტერესი რუსეთის ფედერაციას გატარებული აქვს, ნაცმოძრაობას თავისი ტელევიზიებით თქვენი ჩართვით, - ამბობს გია ვოლსკი.
ფარულ ჩანაწერში, რომელიც გუშინ გავრცელდა ზურაბ აბაშიძე ზილბერკვიტს ეუბნება: კვერცხებს ისროდნენ... ეს ხომ ნამდვილი ბარბაროსობაა. ეს არის ჯგუფი რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი, სააკაშვილი აფინანსებს.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.