პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ ლახავს - კობახიძე ზურაბიშვილს აქებს

15.06.23 14:00
პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ ლახავს - კობახიძე ზურაბიშვილს აქებს

პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ ლახავს - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილს  „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადებები მოუწონა. 

მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადება მორიგი მაგალითია, რომ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც სათანადო აღნიშვნის ღირსია. ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ „წითელ ხაზებს“, რაც მისასალმებელია და ეს არის ამის მორიგი მაგალითი, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი მხრიდან სათანადო აღნიშვნას იმსახურებს. ყოველთვის დავუფასებთ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რომელიც ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის,  Українська правда-ს ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იწყალებს უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხი "ყოფს საქართველოს მოსახლეობას".

"პასუხისმგებელი ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო ქართველი ხალხის გრძნობები" - უთხრა უკრაინელ ჟურნალისტს სალომე ზურაბიშვილმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები