ისინი აჩვენებენ კულტურას - კობახიძე პარლამენტში მიყვანილ პარტაქტივზე
"ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახძე ამბობს, რომ პარლამენტში მოყვანილმა ახალგაზრდა პარტაქტივმა კულტურა აჩვენეს, არც ვინმესთვის დაუყრიათ რამე თავზე და არც ვინმე შურაცხყვიათ.
ირაკლი კობახიძე ასევე თავს დაესხა და თქვა, რომ "ნორმალური და ადეკვატურია დედის გინება "ნაცისთვის".
მეტიც, "ქართული ოცნების" ლიდერმა ოპონენტებს "ავადმყოფები" უწოდა
თავზე დააყარეს ვინმეს რამე, შეურაცხყვეს ვინმე თუ რამე გააკეთეს ასეთი? ისინი აჩვენებენ კულტურას, როგორც ყოველთვის. რამდენჯერაც ჩვეულებრივი მოქალაქეები მოვიდნენ, ან ჩვენთან დაკავშირებული ადამიანები პარლამენტში, ყოველთვის აჩვენეს სათანადო კულტურა. როცა მოდიან ხოლმე ნაცები, ისინი აჩცვენებნე უკულტურობას, რაც ვიხილეთ ჩვენ მაგალითად საქართველოს პარლამენტში. ეს იყო ბოლშევიკური მეთოდები. ხომ ხედავთ, ნაცმოძრაობა თვითონ აჩვენებს თავის სახეს, კონტრასტი რა საჭიროა. მაინცდამაცინ უნდა აჩვენო კულტურული ადამიანი, რომ უკულტური ადამიანი შეაფასო? უკულტურო ადამიანი ვიხილეთ ჩვენ გუშინ. როდესაც გამოდის სისხლიანი ნაციონალი, ავადმყოფები არიან მართლა ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ლელოელები, ესეც კოლექტიური ნაცმოძრაობაა, რავიცი ათასი უბედურება იჯდა გუშინ ოპოზიციის მხარეს სხდომათა დარბაზში და გეუბნება, შენ ხარ მოღალატე და რუსი. იქ დედის გინება არის აბსოლუტურად ადეკვატური". - თქვა კობახიძემ.
"ოცნებამ" პარლამენტში პარტაქტივი მიიყვანა - ისინი სხდომათა დარბაზის აივანზე შეიყვანეს. "პირველებმა" რამდენიმე მათგანის იდენთიფიცირება მოახდინა. ეს ის ჯგუფია, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ სტუნდეტებს მაღლივ კორპუსში ფლაერების დარიგების დროს თავს დაესხა.
"ოცნების" მხარდამჭერთა ჯგუფი, პარლამენტში ცენტრალურ აივანზე განათავსეს, ზუსტად იქ საიდანც გუშინ "ქართული ოცნების" წევრებს რუსული რუბლები გადააყარეს.