კადიროველები, რუსი ოფიცრები არ შეიძლება ამ ქალაქში ჩვეულებრივად გადაადგილდებოდნენ - კირთაძე

15.06.23 22:41
კადიროველები, რუსი ოფიცრები არ შეიძლება ამ ქალაქში ჩვეულებრივად გადაადგილდებოდნენ - კირთაძე

სიტყვიერი დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში, რიჟვაძის საყვარელი სიმღერები და ვახშამი რუს ოფიცრებთან - გიორგი კირთაძე განმარტავს, რატომ უნდოდა ოპოზიციას აჭარის მთავრობის ხელძღვანელისგან პასუხების მიღება. კირთაძის შეფასებით, ხელისუფლებას პუტინის გარემოცვის მაამებლური პოლიტიკა აქვს არჩეული. 

ჩვენ ტურისტების წინააღმდეგი კი არ ვართ, უბრალოდ, უნდა განვასხვავოთ ჩვეულებრივი რუსი ტურისტი ან პუტინის რეჟიმისგან რეპრესირებული ადამიანი იმ ხალხისგან, ვისაც ქართველი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი. კადიროველები, რუსი ოფიცრები, პუტინის მრჩევლები არ შეიძლება ამ ქალაქში ჩვეულებრივად გადაადგილდებოდნენ,“ - განაცხადა კირთაძემ.

კირთაძის თქმით, სხდომაზე აქცენტების გადატანა სცადეს ქართული ოცნების დეპუტატებმა, თითქოს, ოპოზიცია ტურიზმის განვითარებას ეწინააღმდეგება. კირთაძე ამბობს, რომ აჭარის მუნიციპალიტეტის მაგალითი აჩვენებს, რომ ქვეყანაში რუსული გავლენები გაზრდილია.

ცდილობდა რიჟვაძე, არ ჩამორჩენოდა თავის პარტიულ ლიდერებს და დრეს აჭრის უმაღლეს საჭოში იგივე რიტორიკით გამოდიოდა... რაც შეეხება ამ სიმღერებს, კარგია, რომ მის საყვარელ სიმღერებში გაზმანოვის რეპერტუარი არ მოყვა, დღეს ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ 30-ში ის მართლაც იყო რუსი ეროვნების სტუმრებთან ერთად და დახურულ რესტორნებში მათ შორის გაზმანოვის სიმღერას უსმენდა,“ - ამბობს გიორგი კირთაძე.
 

მსგავსი სიახლეები