როგორ წაიკითხა ამ ხალხმა ვაჟა-ფშაველა უკუღმა, არ მესმის - კირთაძე
„ეროვნულ ღალატთან გვაქვს საქმე,“ - ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კირთაძე აჭარის მუნიციპალიტეტში პუტინთან დაახლოებული პირების თავისუფლად გადაადგილებას და ხელისუფლების წარმომადგენლების რბილ პოლიტიკას.
კირთაძისთვის მიუღებელია აჭარის მთავრობის მეთაურის და მერის საქციელი, როდესაც ისინი ერთ-ერთ სასტუმროში რუს ოფიცრებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ეს ადამიანები არა მხოლოდ თავისუფლად გადაადგილდებიან ქალაქში, მათ მასპინძლობენ ოფიციალური თანამდებობის პირები - ეს იქნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თუ ქალაქის მერი, ესაა ყველაზე საშიშიც და სამწუხაროც. ეროვნულ ღალატთან გვაქვს საქმე. ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი მასპინძლობზე მტერს და მის სიმღერას მარტივად ხვდებოდე სუფრაზე და თუნდაც მერე გამოდიოდე და ვაჟა-ფშაველაზე გველაპარაკებოდე, ეს უკუღმა ვაჟა-ფშაველა როგორ წაიკითხა ამ ხალხმა, მართლა, არ მესმის,“ - განაცხადა კირთაძემ.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.