საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება
პარლამენტში დღეს საგარეო საქმეტა მინისტრს ელოდებიან. ილია დარჩიაშვილს პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში მოუსმენენ.
დარჩიაშვიალმა ანგარიშის სამინისტროს საქმიანობის შესახებ უნდა წარადგინოს და სამომავლო გეგმებზე ისაუბროს.
სხდომაზე მინისტრს კითხვებით დეპუტატებიც მიმართავენ. ოპოზიციას აინტერესებს, რა გააკეთა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად და რა პასუხი აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპელი პარტნიორებისთვის? რატომ ღრმავდება კავშირებიი რუსეთან და რატომ ისმის თბილისიდაან მოსკოვის ხმა ანტიდასავლური გზავნილებით? ყველა ამ მწვავე კითხვაზე პასუხების გაცემა დღესსს ილია დარჩიაშვილს მოუწევს.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი ფიქრობს, რომ დარჩიაშვილის პასუხები შაბლონური და პროპაგანდისტული იქნება.
მთავარუ კითხვები შეეხება, რა თქმა უნდა, 12 პუნქტის შესრულებას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მთლიანად ევროიტეგრაციის პროცესს. ასევე ღარიბაშილის და სხვა მაღალჩინოსნების პოზიციონირებას ქვეყნის ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და საერთოდ, მთავარი სასაუბრო თემა შეიძლება ითქვას, რომ იქნება ქვეყნის საგარეო კურსი და ის რისკები, რომელსაც „ქარული ოცნება“ უქმნის ქვეყნის საგარე კურსს. მე არ ვფიქრობ, რომ პასუხები იქნება რეალობის შემცველი, ძირითადად, ჩემი აზრით, პასუხები მაინ იქნება შაბლნური და სტანდარტული, პროპაგანდისტული, როგორიც „ოცნებას“ აქამდე ჰქონია, - ამბობს დაუშვილი.
"ქართული ოცნება" კი ისევ ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მიზანია, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეცეს და ამისთვის ყველა ღონდეს მიმართავს.
რადიკალურ ოპოზიციას რა კითხვები ექნება წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ მათი პროგრამა არ შეცვლილა. ყველა ძალა მათი მთელი რესურსი, ენერგია მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი, აედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, კვლად ექნება ადგილი იმ ობსტრუქციულ პოლიტიკას, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ინტენსიურად ატარებს, მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, საზოგადოებისთვის საგანგებოდ საინტერესო იქნება ყველა ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი საგარეო უწყება მიმართავს. ენმ-ში ზოგადად, ისტერიკაა ამ თემაზე ატეხილი, ვინაიდან დეოლიგარქიზაცია არ წავიდა იმ მიმართულებით, რომელიც თვითონ აწყობდათ.ანუ პერსონალიზაცია თავიდანვე, რასაკვირველია, არ იქნა ჩვენი მხრიდანაც შეფასებული პოზიტიურად, ვინაიდან კომპლექსური მიდგომა ამ საკითხებისადმი, - ამბობს გია ვოლსკი.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.