თუ დეოლიგარქიზაციის საკითხი აღარ იქნება რეკომენდაციებში, მზად ვართ, კანონი არ ამოქმედდეს - ირაკლი ჩიქოვანი

16.06.23 11:34
თუ დეოლიგარქიზაციის საკითხი აღარ იქნება რეკომენდაციებში, მზად ვართ, კანონი არ ამოქმედდეს - ირაკლი ჩიქოვანი

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი ირწმუნება, რომ თუ ევროკომისია რეკოემდანეციებიდან დეილიგარქიზაციის საკითხს ამოიღებს, "ოცნება" აღნიშნულ კანონს აღარ აამოქმედებს.

სახელისუფლები გუნდის წევრი ასევე ამტკიცებს, რომ "ოცნების" მთავარი მიზანი სწორედ რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება იყო, ოპოზიცია კი ამისთვის ხელის შეშლას ცდილობდა. 

სრულიად უსაფუძვლოა ის ბრალდებები, რომელიც ენმ-ს მხრიდან ისმის. ვიდრე გამოქვეყნდებოდა ვენეციის კომისიის დაკსვნა, ჩვენ კარგად ვხედავდით, რომ არა მხოლოდ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, არამედ ნებისმიერ ინიციატიავას, რომელიც უკავშირდებოდა 12 რეკომენდაციის შესრულებას, ენმ და რადიკალური ოპოზიცია აკეთებდა ყველაფერს, რომ ხელი შეეშალა ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება. ეს შესრულება დაყრნობილი იყო იმ პრაქტიკაზე, რომელიც იყო საუკეთესო და ეს არის უკრაინის პრაქტიკა. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ევროკომიასთან და ვისაუბრებთ იმაზე, რომ თუ ეს საკითხი აღარ იქნება რეკომენდაციებში, შესაბამისად, ჩვენც მზად ვართ, რომ აღნიშნული კანონი არ ამოქმედდეს, - 


 

მსგავსი სიახლეები