სანქციების თავის არიდებაში ჩართულ ქვეყნებს ევროკავშირმა სანქციები უნდა დაადოს - კრამონი

16.06.23 11:56
სანქციების თავის არიდებაში  ჩართულ ქვეყნებს ევროკავშირმა სანქციები უნდა დაადოს - კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს, რომ ომამდელ პერიოდთან შედარებით მესამე ქვეყნების ვაჭრობა 800%-ით არის გაზრდილი, რაც ცხადყოფს, რომ ადგილი საქნციებისთვის გვერდის არიდებას აქვს.

ევროდეპუტატი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას ადგება და ამიტომ მიიჩნევს, რომ სანქციების გვერდის არიდებაში ჩართულ ქვეყნებს სანქციები უნდა დაეკისროთ. 

მესამე ქვეყნების საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა ომამდელ პერიოდთან შედარებით.  
 რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდება.  
 ეს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას ადგება. 
ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა სანქციების თავის არიდებაში  ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს, - წერს კრამონი.

 

 

მსგავსი სიახლეები