აგვისტოს ომი წაგებული ომია, დროებით - მაკა ბოჭორიშვილი
„აგვისტოს ომი წაგებული ომია, დროებით“, - ეს განცხადება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეომ, მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი თორნიკე რიჟვაძის სკანდალურ განცხადებას არ ემიჯნება, აგრძელებს მის რიტორიკას და ამბობს, რომ საქართველომ 2008 წლის ომი წააგო.
სამწუხარო რეალობა არის ის, რომ აგვისტოს ომი წაგებული ომია დროებით, რა თქმა უნდა და ეს არის ის ბრძოლა რომელშიც საქართველო ჯერ კიდევ არის და ჩვენი მიზანი არის ის, რომ საქართველო იყოს ერთიანი და მთლიანი, ოღონდ მშვიდობიანი გზით. დანარჩენი ამ საკითხებზე თქვენი სპეკულაციები არის აბსოლუტურად დამაზიანებელი“, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადება გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გააკეთა. თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს "ლაჩრულად წაგებული" უწოდა.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.