სავარაუდო კორუფციის ნიშნები - ხარვეზებით შევსებული დეკლარაციები სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში
ხარვეზები სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 202 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა და დარღვევები გამოავლინა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში მერიებში, საკრებულოებსა და ააიპ-ებში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა დაადგინა.
გამოიკვეთა სავარაუდო კორუფციის ნიშნებიც - თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში არიან ჩართულები.
ქონებრივი დეკლარაციები დარღვევებით ყველაზე მეტად ახალციხის მუნიციპალიტეტში შეავსეს.
50 დეკლარაციაში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა; მათ შორის დარღვევებით შეავსეს დეკლარაციები ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მერებმა, ასევე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ.
- ყველაზე მეტმა, 12-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციები დარღვევებით ახალციხის მუნიციპალიტეტში შეავსო.
- გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის 31 შემთხვევა;
- აღსანიშნავია, რომ 4 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები ჩართული არიან სახელმწიფო შესყიდვებშიც. იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირს აქვს კავშირი საწარმოსთან, რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ქონია, ან ქონდა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარისა, მაშინ მას ასეთი საწარმოს დეკლარაციაში მითითების ვალდებულება არ გააჩნია.
იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს ბრუნვის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, ქონდათ თუ არა კვლევაში ნახსენებ კომპანიებს ბრუნვა,“ - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.