მთავარსარდლადწოდებულმა ადამიანებმა ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვეს! ეს იგულისხმა რიჟვაძემ - ვოლსკი
"ოცნება" თორნიკე რიჟვაძეს გადაეფარა - გია ვოლსკი ამბობს, რომ გუშინდელ გამოსვლაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმას გულისხმობდა, თუ როგორ მიატოვეს მთავარსარდლადწოდებულმა ადამიანებმა ცხედრები ბრძოლის ველზე.
ვოლსკი პირდაპირ ამბობს, რომ მიწაზე მოხოხიალე მხედართმთავარი ლაჩარია.
"მთავარსარდალი, რომელმაც სამწუხაროდ მთელი მსოფლიოს თვალწინ და იქვე სტუმრის თვალწინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალწინ იხოხიალა მიწაზე, როდესაც შორიდან თვითმფრინავის ხმა შემოესმა და უფრო მეტიც, იმ სამხედროებმა, რომლებიც დღეს სამხედროებადწოდებულმა ადამიანმა და მთავარსარდლადწოდებულმა ადამიანებმა მიატოვეს ცხედრები, გმირულად დაღუპული ბიჭების ბრძოლის ველზე, ეს იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ. მხედარმთავარი მიწაზე მოხოხიალე არის ლაჩარი!" - ამბობს ვოლსკი.
თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.
ხმაურიანი განცხადება მან უმაღლეს საბჭოში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, ოპოზიციის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.