მოიხადოს ბოდიში თორნიკე რიჟვაძემ - აგვისტოს ომის მონაწილე გმირი მებრძოლები

16.06.23 13:02
მოიხადოს ბოდიში თორნიკე რიჟვაძემ - აგვისტოს ომის მონაწილე გმირი მებრძოლები

მოიხადოს ბოდიში თორნიკე რიჟვაძემ - აგვისტოს ომის მონაწილე გმირი მებრძოლები აჭარის მთავრობის მეთაურისგაან განმარტებებს ითხოვენ. აგრესორ რუსეთთან მებრძოლი ქართველი მეომრებისთვის აგვისტოს ომის ლაჩრულად წაგებული ომის იარლიყის მიკერება, ქვეყნის ღალატის, გმირულად დაღუპული სამხედროების შეურაცხყოფის, ღირსების შელახვისა და დამცირების ტოლფასი აღმოჩნდა. 

ეს ხალხი, რომელიც არის დღეს ხელისუფლებაში მოკალათებული, ეს არიან ჩვეულებრივ კოლაბორანტები, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომლისთვისაც არაფერი არ არის ქვეყნისთვის ბრძოლა და თავგანწირვა,“ - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

რიჟვაძიიის სკანდალურ განცხადებას დღეს გამართლებას ქართულ ოცნებაში უძებნიან. კობახიძისს გუნდი ახლა რიჟვაძის დაცვის სადარაჯოზეა ჩამდგარი, უფრო მეტიც, ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი დროებით წაგებული ომია.

თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

ხმაურიანი განცხადება მან უმაღლეს საბჭოში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, ოპოზიციის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.