პარლამენტში ილია დარჩიაშვილს უსმენენ - მინისტრი ირმწუნება, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გაკეთდა

16.06.23 13:31
პარლამენტში ილია დარჩიაშვილს უსმენენ - მინისტრი ირმწუნება, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გაკეთდა

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ. ილია დარჩიაშვილი ირწმუნება, რომ კანიდატის სტატუსის მისაღებად პარლამენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს. მინისტრი ასევე ამტკიცებს, რომ დასავლელ პარტნიორებთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრები პოზიტიური იყო.  მისი თქმით, დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებელი გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკომისია მიიღებს.

რაც შეეხება დეპოლარიზაციის პირობის შესრულებას დარჩიაშვილი მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ხედავს. 

პრიორიტეტებზე მუშაობის პროცესი წარიმართა ინკლუზიურობის და გამჭირვალეობის სრული დაცვით, რისი შესაძლებლობაც მმართველ პარტიას მიეცა. ევროკომისია სამართლიან და დამსახურების პრინციპის საფუძველზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 პუნქტის შესრულების კუთხით და შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის შესრულებისას გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის  მინიჭების შესახებ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შარშანაც იმსახურებდა და ის მაშინაც სრულად აკმაყოფილებდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ წინაპირობებს, იქნება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ფორმალურად გაამაყრებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას ქვეყნის შიგნით
მინდა გავიხსენო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში, ბერლინში, სადაც განსაკუთრებული ხმარდაჭერა იქნა გამოცხადებული გერმანიის მხრიდან კერძოდ, კანცლერი შოლცის მხრიდან, - თქვა დარჩიაშვილმა. 

მინისტრი ასევე რუსეთთან ურთიერთობს საკითხასა შეეხეო და თქვა, რომ ერთადერთი ფორმატი, რომელსაც ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში იყენებს, ჟენევის ფორმატია. 

მინისტრის გამოსვლის შემდეგ ოპოზიცია ილია დარჩიაშვილისთვის მწვავე კითხვების დასმას გეგმავს. 

კონკრეტულად მაინტერესებს ის იზიარებს თუ არა, საქართველოს მთავრობის შეხედულებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი უკავშირდება სწორედ ნატოში გაწევრიანების დღის წესრიგს და რას ფიქრობს ის ამაზე და შესაბამისისად რა არის პასუხი მისი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, იმ გზავნილებზე, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა არის სრულ აცდენაში ჩვენი სტრატეგიულო მოკავშირეების პოლიტიკასთან, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები