ლაჩრობა არის ის კოლაბორაციონიზმი, რასაც ხელისუფლება აწარმოებს - გენერალ-მაიორი გოგავა
„ლაჩრობა არის ის კოლაბორაციონიზმი, რასაც ამ წუთში ხელისუფლება აწარმოებს“, - ასე ეხმაურება სამთავრობო გუნდის მხიდან ქართველი სამხედროების მიმართ შეურაცხმყოფელ რიტორიკას გენერალ-მაიორი, ზაზა გოგავა.
მისთვის ქართული ოცნების დეპუტატებისა და აჭარის მტავრობის თავმჯდომარეის გუშინდელი განცხადება, სადაც თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომი ლაჩრულად წაგებულად გამოაცხადა, კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.
გენერალ-მაიორი ხელისუფლებას ოკუპანტი ქვეყნის მაამებლური პოლიტიკის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია კადიროვის დაჯგუფების უპრობლემოდ შემოსვლა ქვეყანაში.
მე მინდა ვუთხრა ამ მართლა ლაჩრებს და ფარჩაკ ხელისუფლებას, რომ ლაჩრობა არ არის ომის წარმოება, ომის წარმოება არის ღირსება, ბრძოლის წარმოება არის ღირსება. ლაჩრობა არის ის კოლაბორაციონიზმი, რასაც ამ წუთში ხელისუფლება აწარმოებს. ლაჩრობა არის ის, რომ ხელისუფლებას პუტინის ბრძანებით გამოკეტილი ჰყავს ამ ბრძოლის უმაღლესი მთავარსარდალი, ლაჩრობა არის ის, რომ შენს ქუჩებში, შენს ცხვირწინ, აღვირახსნილად დაეხეტებიან კადიროველები, ესაა ლაჩრობა და ლაჩრობა არის ის, ყველაზე მძიმე და შეურაცხმყოფელი, რომ ათასობით სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დღესაც ღირსებით ემსახურება თავის სამშობლოს, ეძახი, რომ ლაჩრულად მოიქცა ამ ბრძოლაში, ესაა ლაჩრობა, რომ შეურაცხყო იმ გმირების სახელი - ანწუხელიძის, შინდისის გმირების სახელი. მე არაფერში არ მჭირდება არაკაცების, არაადამიანების და ფარჩაკების ბოდიში,“ - განაცხადა ზაზა გოგავამ.
უკვე მეორე დღეა ქართული ოცნების ლიდერებმა განაახლეს ქართველ სამხედროებზე შეტევა და იერიში კვლავ 2008 წლის ომის თემით მიაქვთ. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ 2008 წლის ომი წაგებულია და უფრო მეტი, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს "ლაჩრულად წაგებული" უწოდა.