გადადგეს თორიკე რიჟვაძე - აგვისტოს ომის მებრძოლები

16.06.23 13:14
გადადგეს თორიკე რიჟვაძე - აგვისტოს ომის მებრძოლები

„თუ წაეთრევა თანამდებობიდან პატივს დადებს საზოგადოებას,“ - ამ სიტყვებით მიმარათავს აჭარის მთავრობის მეთაურს გენერალი მამუკა ყურაშვილი. გენერლისთვის შეურაცხმყოფელია თორნიკე რიჟვაძის განცხადება, რომელმაც 2008 წლის ომს ლაჩრულად წაგებული უწოდა.

ერთადერთი შეღავათი იქნება მებრძოლებისთვის და გმირი დაღუპული ჯარისკაცებისთვის, ვინც მუხათგვერდის სასაფლაოზე წვანან, ისევე როგორც პოლიციელებისთვის, მისი გადადგომა,“ - ამბობს ყურაშვილი.

გენერალი მიმართავს აჭარის მთავრობის მეთაურის მამასაც, რომელიც ოფიცერია და აინტერესებს მისი აზრიც, ემიჯნება თუ არა შვილის მოღალატეობრივ განცხადებას.

ჩემთვის გასაგებია, რომ მაშინ 19 წლის იყო და რიჟვაძე დეზერტირი არის და მე მაინტერესებს მამამისის, რომელიც ოფიცერი არის, ასე ფიქრობს თუ არა, როგორც თავის დეზერტირი შვილი 2008 წელთან დაკავშირებით და ეს განცხადება არის პირდაპირ მოწოდება და აბაშიძის რიტორიკის გაგრძელებაა, რომ აგრესიის შემტხვევაში იყოს კაპიტულანტური დამოკიდებულება საქართველოს მტავრობის და ქართველი მოსახლეობის რუსის ფაშისტურ ჯარებთან მიმართებაში“ - განაცხადა ყურაშვილმა.

თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

ხმაურიანი განცხადება მან უმაღლეს საბჭოში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, ოპოზიციის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

 

მსგავსი სიახლეები