როცა შენს ჯარისკაცებს აბრალებ ლაჩრობას, მტერი და ნაძირალა ხარ - დევი ჭანკოტაძე

16.06.23 13:22
როცა შენს ჯარისკაცებს აბრალებ ლაჩრობას, მტერი და ნაძირალა ხარ - დევი ჭანკოტაძე

„როცა შენ შენს ჯარისკაცებს აბრალებ ლაჩრობას და სხვა დანაშაულის გამოტანა გინდა, შენ ხარ საქართველოს მტერი, შენ ხარ ნაძირალა,“ - ასე პასუხობს გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე აჭარის მტავრობის მეთაურის განცხადებას, სადაც თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომს ლაჩრულად წაგებული უწოდა.
დევი ჭანკოტაძის გაღიზიანება სწორედ ამ სიტყვებმა გამოიწვია. გენერალი თვლის, რომ რიჟვაძემ გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახს უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა.

თორნიკე რიჟვაძემ ამ განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა სამხედროებს, დაღუპული სამხედროების ოჯახებს, ვეტერნებს. მე ერთი შეკითხვა მაქვს ვინმე რიჟვაძესთან, სად იყო 2008 წელს. ის იყო 19 წლის და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დროს ცდილობდა სარფის საზღვრის გადალახვას და ვინ არის ლაჩარი, კარგად დაფიქრდეს, ხალხი და სამხედროები გასცემენ პასუხს,“ - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

მსგავსი სიახლეები