„შენ ხარ პოლიტიკურად ბეცი არსება“, „ცრუპენტელები“, - დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

16.06.23 13:35
„შენ ხარ პოლიტიკურად ბეცი არსება“, „ცრუპენტელები“, - დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

„შენ ხარ პოლიტიკურად ბეცი არსება“, „ცრუპენტელები“, „ თავხედი“ - ხმაური, ხელჩართული ჩხუბი და გინება დეპუტატებს შორის ოზურგეთის საკრებულოში. გურიაში დღევანდელი მთავრობის სხდომაც დაპირისპირებით გაიხსნა.

ქართული ოცნება გააღიზიანა ოპოზიციის კითხვებმა, რადგან დეპუტატები ითხოვდნენ განმარტებებს შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი დეპუტატის თათია ნიკოლაიშვილის თქმით, მერიის მიერ ჩაბარებული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც თვითმმართველობას მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, უკვე დაზიანებულია.

ეს ადამიანები ყოველ ჯერზე იყენებენ ენმ-ს, თოთქოს ენმ იყოს ხელისუფლებაში. ავთანდილ თალაკვაძის ვალდებულება არის, რომ კომპანია, ვისაც გაუფორმა ტენდერი, კეთილი ინებოს და უზრუნველყოს, რომ ადამიანების ფული არ მოიპარონ“ – ამბობს თათია ნიკოლაიშვილი.

მსგავსი სიახლეები