ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი - კი თუ არა? - ბოკუჩავა მინისტრს
პრემიერმინისტრის ანტიდასავლური განცხადებები და ნატო-ს კავშირის დადანაშაულება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით - პრემიერ ღარიბაშვილის სკანდალური განცხადებაზე განმარტება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა.
თინა ბოკუჩავა დაინტერესდა, იზიარებს თუ არა ილია დარჩიაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის მოსაზრებას, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი გახდა რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის მიზეზი.
ჩემი კითხვა თქვენთან როგორც საგარეო საქმეტა მინისტრთან, მდგომარეობს შემდეგში, ეთანხმებით თუ არა თქვენი მთავრობის მეთაურს - კი თუ არა. ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას და თქვენგან ვითხოვ ასევე ძალიან მარტივ და ცხად პასუხს - ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი - კი თუ არა?“- ჰკითხა თინა ბოკუჩავამ მინისტრს.
მინისტრის პასუხამდე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა - „მაგაზე ურსულ ფონ დეერლაიენმა გიპასუხათ უკვე, რომ კი“.
უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი რომ გახცდა თიტქოს რუსეთის მხრიდან ომის დაწყების საბაბი, ამასთან დაკავშირებით პრემიერმა ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.