ანტისახელმწიფოებრივი განცხადება იყო, კრემლის რომელიმე პროპაგანდისტის მსგავსი - სამადაშვილი რიჟვაძეზე

16.06.23 15:06
ანტისახელმწიფოებრივი განცხადება იყო, კრემლის რომელიმე პროპაგანდისტის მსგავსი - სამადაშვილი რიჟვაძეზე

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი თორნიკე რიჟვაძის განცადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აჭარის მთავრობის მეთაურის კრემლის პროპაგანსიტების განცხადებებს ადარებს და ამბობს, რომ მართებული იქნებოდა, რიჟვაძეს თანამდებობდა დაეტოვებინა. 

ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. რიჟვაძის ნაცვლად შეიძლებოდა, რომ ესაუბრა სურკოვს ან კრემლის რომელიმე სხვა პროპაგანდისტს და ბოდიშის მოხდა არაა, რეალურად უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან, რომელმაც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გააკეთა განცხადება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს არ მოხდება. ყველა ამ ხალხს, რიჟვაძეს და ყველა სხვა დანარჩენს ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი შემდეგ არჩევნებზე, - თქვა სალომე სამადაშვილმა.

თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა. ხმაურიანი განცხადება მან უმაღლეს საბჭოში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, ოპოზიციის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

 

მსგავსი სიახლეები