მიშას მალე გამოყვანის დაპირებით მოსულები, მისი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გარანტორად იქცნენ - მელია

16.06.23 14:53
მიშას მალე გამოყვანის დაპირებით მოსულები, მისი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გარანტორად იქცნენ - მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ს „ქართულ ოცნებად“ გადაქცევის მცდელობას ხედავს.

მელია პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან მალე გამოყვანის დაპირებით მოსულები, მისი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გარანტორად იქცნენ.

მისი თქმით, იყო უწყვეტი აქციების დაპირება და ვნახეთ წყვეტილი, უღიმღამო 50 კაციანი შეხვედრები, რაც პრობლემის აქტუალიზაციის გარდა, ყველაფერს ემსახურებოდა.

რასაც დღეს უკვე ნათლად ვხედავთ, არის ნაციონალური მოძრაობის ქართულ ოცნებად გადაქცევის მცდელობა, ისე რომ სახელისა და პარტიის ნომრის გარდა, არ დატოვონ სხვაობა....
ოცნებამაც ტყუილი დაპირებებით მოიგო და კეზერაშვილ/მერაბიშვილმაც.
მიშას ძალიან მალე გამოყვანის დაპირებით მოსულები, მისი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გარანტორად იქცნენ, 2024-ში კეზერაშვილი/მერაბიშვილოს წაგების ფორმულით....
"მოქმედმა" მენეჯმენტმა არჩევნები მოითხოვა იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი იყო უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებელი და გადასარჩენი, წარმოადგინა ეს პერსპექტივა როგორც  შესაძლებელი და გასცა შესაბამისი კონკრეტული დაპირებები....
შექმნა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის "შტაბი", დაუნიშნა ხელმძღვანელი,  ოფისებს დაარქვა ‘სააკაშვილის გადარჩენის შტაბი’.
იყო უწყვეტი აქციების დაპირება და ვნახეთ წყვეტილი, უღიმღამო 50 კაციანი შეხვედრები, რაც პრობლემის აქტუალიზაციის გარდა, ყველაფერს ემსახურებოდა...პირველ რიგში კი საკითხის მარგინალიზაციასა და აქტუალობისაგან დაცლას. 
განაცხადეს, რომ გადადიან "მუშაობის საგანგებო რეჟიმზე", თუმცა ვერაფერს ვხედავთ გარდა "მოქმედი" მენეჯმენტის უმოქმედობისა გაცემული დაპირებების მიმართულებით და დანაშაულებრივი მოქმედებებისა პარტიის განადგურების გზაზე.
ახლა ამომრჩეველი იმსახურებს პასუხს, დაპირების შესრულების ანგარიშს - ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია, აკეთო ის რისთვისაც აგირჩიეს და არა ის რაც გინდა ან "მმართველებმა" დაგავალეს.
ბოლო პერიოდში კი ფაქტია, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა კი არა, ჯანმრთელობის მდგომარებაზეც  კი მთლიანად გაქრა ინფორმაცია ყველა სივრციდან!
სიცრუეზე არც დემოკრატია შენდება, არც მომავალი და ვერც ევროპისკენ წავა ეს გზა!- ამბობს ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები