"ერთ ხელში ხელკეტი ეჭირათ, მეორეში ცოცხი" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

16.06.23 15:02
"ერთ ხელში ხელკეტი ეჭირათ, მეორეში ცოცხი" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში. სხდომათა დარბაზში კანონმდებლები ერთამენთს ალუდა ღუდუშარის შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო დაუპირისპირდნენ. "ქართული ოცნების" დეპუტატმა იერიში წინა ხელისუფლებაზე მიიტანა. 
ალუდა ღუდუშაურმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა კითხვით დაესახელებინა ის საკითხები, რითაც ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

მე მაინტერესებს, რა კეთდებოდა მათ დროს და დღეს რა კეთდება ჩვენი ხელისუფლების დროს, ნამდვილი ღირებულებებისთვის და არა ისე, ფსევდო ღირებულებებისთვის, რასაც ხელს აწერდნენ და რასაც ყავარჯნიანი ადამიანით ცდილობდნენ. ეს არის ევროპული ღირებულება? მაინტერესებს? თქვენ დღეს ამ მაღალი ტრიბუნიდან რომ გვითხრათ და უთხრათ ჩვენს საზოგადოებას, რას ვაკეთებთ ჩვენ და რას აკეთებდნენ ეს ადამიანები? მანტია აქვთ მოსხმული, რომ თითქოს ესენი არიან ევროპული ღირებულებების მატარებლები, მაგრამ სინამდვილეში, ერთ ხელში ხელკეტი ეჭირათ და იმით აუპატიურებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მეორე ხელში ცოცხი და ამით პატივს ყრიდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მაინტერესებს, ეს არის ევროპული ღირებულება ?” - განაცხადა ღუდუშაურმა.


ღუდუშაურის შეურაცხმყოფელ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ უპასუხა და პარლამენტის თავმჯდომარეც გააკრიტიკა, რომელმაც თანაგუნდელს „სამარცხვინო განცხადებების“ გაკეთების შესაძლებლობა მისცა. 

თქვენ რომ დამატებით 30 წამს ავტომატურ რეჟიმში უგრძელებთ, თქვენც თანამონაწილე ხართ ამ სამარცხვინო განცხადებების და იმ სამარცხვინო პოლიტიკის, რომელსაც თქვენ ატარებთ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

შალვა პაპუაშვილმა დეპუტატის კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ პარლამენტში ცენზურა დაუშვებელია და ოპოზიციური პარტიის წევრს მოუწოდა, დეპუტატის გამოსვლების შინაარსში არ ჩარეულიყო.

მსგავსი სიახლეები